ჩემი ჩარი




ეს ის რასა არის , რომლის ჩარი მყავს მე ჩემს საყვარელ თამაშში EvE OnLine - ში. უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა მეტი არაფერი. ისე ძალიან ვწუხვარ ამ გენიალურმა თამაშმა საქართველოში პოპულარობა რომ ვერ მოიპოვა. იმედია ყველაფერი გამოსწორდება და ხალხი დაინახავს ამ თამაშის ხიბლს , და დაამთავრებს  Lineage-ში , Wow-ში ე.წ. კაჩაობას. 




ისტორია:

კოსმოსის ფართო ათვისებისა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად კაცობრიობამ ახალი საზღვრების ძიება დაიწყო. ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა ”Warp” სისტემის გამოგონებამ, რომელიც დიდი მანძილების სწრაფად დაფარვის საშუალებას აძლევდა კოსმოსის ამთვისებლებს.
საზღვრების გაფართოვების ძიებამ ცივილიზაცია ერთ მშვენიერ დღეს ბუნებრივი პორტალის აღმოაჩენამდე მიიყვანა ”კანოპუსის” სისტემასთან ახლოს. ეს ამ ტიპის პორტალის პირველი აღმოჩენა იყო. მასში გაგზავნილმა ზონდებმა აჩვენა, რომ პორტალი სტაბილური იყო და ის მზის სრულიად სხვა სისტემაში, ახალ გალაქტიკაში გადიოდა. ამის შედეგად მას უწოდეს EVE, ანუ ”ევა”. 

პორტალის ორივე მხარეს დაიდგა გადასასვლელი კარებები, რომლებიც კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალი იყო და მათ აშენებას 200 წელი დასჭირდა. მეცნიერებმა ისიც ივარაუდეს, რომ მომავალში ბუნებრივი პორტალი დაიხურებოდა.
ახალ გალაქტიკაში მაშინვე გადაისროლეს ხალხი და ტექნიკა ბაზების დასაარსებლად; მათ მალე ათასობით ორგანიზაცია მიჰყვა ახალ სისტემაში და მისი გამოკვლევა-ათვისება დაიწყო. სისტემას "New Eden" ეწოდა. 
ბუნებრივი პორტალი ჯერ კიდევ კარებების შენების დროს დაიხურა, თუმცა ამას გადასვლისათვის ხელი არ შეუშლია, თუმცა შემდეგ, მოულოდნელად მოხდა კატასტროფა, რომელმაც ახალ სისტემაში გადასულები დედამიწასა და კაცობრიობას მოწყვიტა - აუხსნელმა ფენომენმა გადასასვლელი კარები გათიშა. New Eden-ის მხარეს კარი დღესაც დგას, თუმცა მის გარშემო არსებული მიზიდულობის ძალებით გამოწვეული შტორმები ყველა მიახლოვებულ გემს ანადგურებს.

კოლონისტები იზოლირებულები დარჩნენ და დიდი დროის განმავლობაში ზოგი კოლონია განადგურდა, ზოგი კი განადგურებასთან ახლოს მივიდა იმ საფუძველის გარეშე, რომლებზეც ისინი ისტორიის განმავლობაში იდგნენ. ათასობით წლის განმავლობაში გადარჩენილი კოლონიები ერთმანეთისაგან იზოლირებულები იყვნენ და გარემოსა და იდეოლოგიურმა ცვლილებებმა ისინი ერთმანეთისაგან ფიზიკურად განსხვავებული გახადა.

თანდათანობით, გადაშენების პირს მისული კოლონიებიდან რამდენიმემ მოახერხა განვითარების გზაზე დადგომა, საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ოთხი დიდი სახელმწიფო - ”ამარის იმპერია”, ”ფედერაცია გალენტე”, ”სახელმწიფო კალდარი” და ”რესპუბლიკა მინმატარი”. ასევე არსებობს რამდენიმე მცირე მასშტაბის სახელმწიფო და ფრაქცია.
ოთხ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია მათი განსხვავებული და ხშირად დაპირისპირებული ხასიათის გამო: ”ამარის” რასა ნამდვილი იმპერიაა, ერთ პიროვნებაზე უსიტყვოდ დამოკიდებული და საკუთარი რწმენის გარდა სხვა ხედვის უარმყოფი. საპირისპირო ხასიათის არიან ”გალენტეები” - ეს სახელმწიფო დემოკრატიაა, ადამიანის პირადი სურვილებისა და ინტერესების პატივისმცემი. ”კალდარი” ომში აშენებული, მტკიცე და ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც კოლექტიურ შრომას და მკაცრ დისციპლინას სცემს პატივს, ”მინმატარები” კი ყოფილი მონები არიან, რომლებიც თავიანთ ტირანს (”ამარს”) აუჯანყდნენ და თავისუფლება მოიპოვეს.

ოთხი რასის განსხვავებული ხასიათი მათ მიერ აგებული შენობებისა და წარმოებული ტექნიკის ვიზუალურ მხარეზეც ახდენს გავლენას, ისევე როგორც მათ მონაცემებზე და შესაძლებლობებზე.




- სკილების სწავლა მიმდინარეობს მაშინაც, როდესაც თამაში არ არის ჩართული;

- შესაძლებელია 3 ჩარის შექმნა, თუმცა სკილის სწავლა ერთდროულად მხოლოდ ერთზე შეიძლება მიდიოდეს;

- ანგარიშსწორება ხდება ვალუტით სახელად ISK (InterStellar Kredit)

- შესაძლებელია ნებისმიერი რასის გემის არჩევა, თუმცა გემებს მათი შემქმნელი რასისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე აქვს ბონუსები, მაგალითად ”გალენტეს” გემებს აქვთ ბონუსი ჰიბრიდულ ქვემეხებზე, დრონების გამოყენებაზე და ჯავშნის ტანკინგზე, ”კალდარის” გემებს - რაკეტებზე და ენერგოფარის ტანკინგზე და ა.შ.

- სკილების სწავლის სისწრაფეს განსაზღვრავს ატრიბუტები (მეხსიერება, ქარიზმა და ა.შ.), ატრიბუტების მონაცემებს კი განსაზღვრავს ჩარის შექმნისას არჩეული მიმართულებები; შეიძლება ატრიბუტების გაზრდა ტვინში იმპლანტების ჩადგმით.

- არის უამრავი კორპორაცია, რომლებიც მათ რიგებში შემავალ მოთამაშეს ეხმარება ფინანსურად და რჩევებით, სამაგიეროდ კი მოთამაშე კორპორაციასთან ერთად იბრძვის , დადის სამაინეროდ (mining), ამზადებს იარაღს და გემებს კორპორაციის წევრებისთვის და ა.შ. ბევრი კორპორაცია შედის ალიანსში, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა.

- გალაქტიკა დაყოფილია რეგიონებად, რეგიონებში შედის მზის სისტემების ჯგუფები (Constellations), ჯგუფები კი შედგება მზის სისტემებისაგან. მოთამაშე ამ სისტემებში გადაადგილდება. სისტემებს გააჩნია უსაფრთხოების სტატუსი 1.0-დან (ყველაზე უსაფრთხო) 0.0-მდე (სრულიად დაუცველი). 
0.0 სისტემებში სისტემებში უსაფრთხოების მაკონტროლებელი პოლიცია არ არის, უფრო მაღალი უსაფრთხოების სტატუსის სისტემებში პოლიცია თავდასხმებს პასუხობს და თავდამსხმელს სჯის. 1.0 სისტემებში პოლიციის პასუხი მომენტალურია.

- ≡v≡ -ს PVP სისტემა გამორჩეულია იმით, რომ დამარცხების შემთხვევაში პილოტი რისკავს განსაკუთრებულად ბევრი რამის დაკარგვით. არსებობს ორი შემთხვევა:
>მოთამაშის გემის აფეთქება;
>მოთამაშის კაპსულის (Pod) აფეთქება.
მოთამაშის გემის აფეთქების დროს იგი რჩება კაპსულაში და ინარჩუნებს სკილებს. კაპსულის აფეთქების შემთხვევაში იგი სკილებს შეინარჩუნებს მაშინ, თუ მომზადებული აქვს მისი სკილების რაოდენობის (Skill points) შემცველი კლონი.

- კარიერის უამრავი ვარიანტი: მაინერი (miner), სამხედრო პილოტი (რომელიც თავის მხრივ უამრავ როლს მოიცავს), გადამზიდავი, მეკობრე, ანტი-მეკობრე, მეწარმე, ბიზნესმენი, მოთამაშის მიერ აგებული სადგურის (POS) მმართველი, მეცნიერი და ა.შ.



The Very Begging

დღეს თავიდან ვიწყებ ჩემი ბლოგის მართვას. ამჯერად სერიოზულად , კარგი და საინტერსეო თემებით, არა მარტო ჩემს შესახებ, ანუ ჩემი მიზნების და ასე შემდეგ, არამედ რამე საინტერესო ინფოს რომ წავაყწყდები აუცილებლად დავდებ. პირობას ვდებ რომ მინიმუმ 2 დღეში ერთხელ განვანახლებ ჩემს მაგიურ ფურცლებს. 

მადლობთ ყურადღებისთვის და წარმატებისთვის 

Newer Posts Home